პროგრამის გზამკვლევი

ამ პროგრამაში მონაწილეობა არის საპატიოც და საპასუხისმგებლოც. ჩვენი გუნდი სიხარულით დაგეხმარებათ, რათა ეს სასწავლო კურსი თქვენთვის იყოს სასარგებლო და შედეგის მომტანი. ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული თქვენს აქტიურ მონაწილეობაზე.

პროექტის წარმატებით დასრულებისათვის პროექტის მონაწილე ვალდებულია:

  • დაესწროს ყველა სასწავლო მოდულს, რაც მთლიანობაში შეადგენს 120 აკადემიურ საათს.
  • მონაწილეობა მიიღოს სასწავლო-გაცნობით ტურში ესტონეთში.
  • მენტორების ხელმძღვანელობით შეიმუშავოს პოლიტიკის დოკუმენტი.
  • დაიცვას ინტელექტუალური საკუთრების უფლება. პროექტის ხელმძღვანელობას უფლება აქვს პლაგიატობის შემთხვევაში გარიცხოს მონაწილე პროგრამიდან.
  • მონაწილეობა მიიღოს პროექტის ფარგლებში გამართულ საჯარო განხილვებში.

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მონაწილეებს დაეხმარებათ წარმატებით გაიარონ სასწავლო პროგრამა და მიაღწიონ პროექტით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. ის, ვინც არ შეასრულებს ჩამოთვლილ პირობებს, იძულებული იქნება დატოვოს პროექტი.

პროექტზე მომუშავე გუნდი მიესალმება სასწავლო კურსით დაინტერესებულ კანდიდატებს და სიხარულით მოელის მათთან თანამშრომლობას.

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.