მიმოხილვა

ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტი მოიცავს ქართულ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პროფესიონალთა შორის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ამ კომპონენტის მეორე ამოცანაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მაღალკვალიფიციური სწავლებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა.

სასწავლო პროგრამის ღონისძიებები

მრგვალი მაგიდა - ადამიანური რესურსების მართვა  —  2010 წლის 1 დეკემბერს პროექტის ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ორგანიზება გაუწია საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა  და SIPU International-ის ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტებს შორის შეხვედრას მრგვალი მაგიდის გარშემო. შეხვდერის მიზანი იყო შეფასებულიყო ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საქართველოს საჯარო სამსახურში არსებული პრაქტიკა და შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობები, რაც აუცილებელია, რომ შეიქმნას ადგილორბივი მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა. ქართველი საჯარო მოხელეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს - პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. შეხვედრა  წარიმართა არაფორმალურ ატმოსფეროში და ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტის სასწავლო პროგრამის განვითარების თვალსაზრისით პროექტზე მომუშავე გუნდისა და შვედი ექსპერტებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ინფორმაციის მიმცემი.

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.