სასწავლო-გაცნობითი ტური

2010 წლის 18-22 ოქტომბერს CBGL პროექტის ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტის ფარგლებში გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ჩართული ქართველი საჯარო მოხელეების სასწავლო ტური სტოკჰოლმში, შვედეთში.  სასწავლო-გაცნობითი ტური პროექტის ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა შვედეთის საჯარო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ადამიანური რესურსების მართვის მხარდამჭერი პროგრამების გაცნობა ქართველი სპეციალისტებისთვის.  სასწავლო-გაცნობითი ტურის განმავლობაში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ შვედ კოლეგებს შვედეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, მათ შორის, პარლამენტში, სახელმწიფო პოლიციაში, იუსტიციის სამინისტროში, საგადასახადო სააგენტოში და ა.შ.

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.