დონორი

 

SIDA - შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო არის შვედეთის სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა. სააგენტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს 650 თანამშრომელი. SIDA -ს ფინანსური რესურსები ნაწილდება არასამთავრობო ორგანიზაციების, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ევროკავშირის, ასევე სხვა ორგანიზაციების მეშვეობით. ამ დახმარებით სააგენტო ცდილობს, რომ ცალმხრივი ხასიათის ე.წ. “საერთაშორისო დახმარება” ჩაანაცვლოს “საერთაშორსიო განვითარების თანამშრომლობის” მიდგომით. ორგანიზაცია აფინანსებს 2000-ზე მეტ პროექტს 100-ზე მეტ ქვეყანაში (აქედან 20-ზე მეტი წარმოადგენს სამიზნე ქვეყანას). სააგენტო ცდილობს თავისი პროექტები სხვადასხვა კომპანიასთან, ცნობილ მოძრაობასთან, ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან და სამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით განახორციელოს. სააგენტო საქმიანობა გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს - აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებს.

www.sida.se

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.