მიმოხილვა

პროგრამა ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში”  მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში. ეს მეცადინეობები მოიცავს არა მარტო თანამედროვე მიდგომების დანერგვას ქართულ საჯარო ადმინისტრაციასა და საჯარო პოლიტიკაში, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართველ საჯარო მოხელეთათვის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის, პრაქტიკისა და უნარების გაცნობას.

პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული და გაითვალისწინებს ქართული საზოგადოების საჭიროებებს. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების სფეროში ქართული მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და იყოს მოქნილი გარემოებათა ცვლილების შესაბამისად. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდას, რათა საქართველო უკეთ წარმოჩნდეს საერთაშორისო დონეზე სხვა სახელმწიფოებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
 
პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით (EDK).  

პროგრამის კოორდინატორი: ნათია ქალდანი, email: nkaldani@gfsis.org

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.